Monday, April 2, 2012

ქვეყნის აღსასრული

მძიმე, სულის შემხუთავ ძილს მოუცავს დასავლეთის სამყარო. თვალები მეტისმეტად მოქანცულან, რომ ფხიზელი მზერა შემოავლონ გარშემო, გრძნობები მეტისმეტად დაჩლუნგებულან, რომ ცნობისმოყვარეობა გამოიჩინონ.  კაცობრიობის სული პარალიზებულია, როგორც მომაკვდინებელი სნეულების მოხდის შემდეგ; კაცობრიობას მეტი აღარაფერი არ სურს იცოდეს იმ ქვეყნიერების შესახებ, რომელზედაც ის დასახლებულა. და ყველაზე უფრო გასაოცარი ისაა, რომ ყველაფერი ის, რაც ადამიანებმა ადრე იცოდნენ რაღაც გაუგებარი გარემოებით დაივიწყეს. გადაეჩვივნენ წერას, კითხვას, თვლას; თვითონ დასავლეთის მეფეებსა და იმპერატორებსაც კი აღარ შეუძლიათ ეტრატზე თავიანთი სახელის მოწერა.

No comments:

Post a Comment